საპროტესტო აქცია იერუსალიმში მასშტაბურ არეულობაში გადაიზარდა. ასობით ორთოდოქსი ებრაელი ქუჩაში რელიგიური სასწავლებლის სტუდენტის დასაცავად გამოვიდა, რომელიც არმიაში სამსახურზე უარის თქმის გამო დააკავეს. დემონსტრანტებმა სატრანსპორტო მოძრაობა გადაკეტეს. სამართალდამცველებს მათ ქვები დაუშინეს. პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა. დაკავებულია 8 დემონსტრანტი.