„ოქტომბრის დასაწყისში ისევ მივემგზავრებით მოსკოვში დუმის წევრებთან შესახვედრად,“ - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ადა მარშანიამ, პარტიის მიერ ორგანიზებულ აქციაზე განაცხადა.
„პატრიოტთა ალიანსი“ თბილისში საპროტესტო აქციას მართავს. პარტიის წევრები მხარდამჭერებთან ერთად, ცოტა ხნის წინ ვარდების მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით დაიძრნენ. მთავარი მოთხოვნები - საკონსტიტუციო ცვლილებები, სოციალური პრობლემები და რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებაა.
რუსთაველზე დღეს 17 ადამიანი შიმშილობას დაიწყებს.