თუშეთში, ხახაბოს მთაზე ხანძრის ახალი კერა გაჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ადგილზე მობილიზებული არიან სახანძრო სამაშველო ბრიგადები, რეინჯერები და სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები.
მათივე ინფორმაციით, ცეცხლი ტყის სხვა მონაკვეთზე გაჩნდა და არა ნახანძრალზე.
ამ დროისთვის მიმდინარეობს სამუშაოები ხანძრის ლოკალიზებისათვის.