„რესპუბლიკურ პარტიას“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერობის კადიდატი არ ჰყავს, - ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ განაცხადა.
„რესპუბლიკურმა პარტიამ“ დღეს საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სიის მეორე ხუთეული წარადგინა.
ესენი არიან ტრისტან ჯინჭარაძე, რომელიც ამჟამადაც საკრებულოს წევრია, ნინო ბოლქვაძე - სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი ჭაღიაშვილი, თინა გელეყვა და გიორგი ჩუბინიძე.
საკრებულოს სიის მეორე ხუთეული ხათუნა სამნიძემ წარადგინა, რომელიც სიის პირველი ნომერი და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატია.
სიის პირველი ხუთეული კი ასე გამოიყირება: ხათუნა სამნიძე, მიხეილ ჩემია, დავით ზურაბიშვილი, თამარ კორძაია და ლაშა ომარაშვილი.