ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვარი 19-დან 22 სექტემბრის ჩათვლით ჩაიკეტება.
„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი იუწყება, რომ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის 27-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ღონისძიებების გამო, 19 სექტემბრის 09:00 საათიდან საქართველოს საზღვარზე მოქალაქეების გატარება დროებით შეიზღუდება“, - ნათქვამია დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.
ე.წ. გამშვები პუნქტების ჩვეულ რეჟიმში მუშაობა 22 სექტემბერს, 07:00 საათზე აღდგება.