დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ მექსიკა ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება. სტიქიით დაზარალებულ რაიონებში დღეს დილიდან სავაჭრო ობიექტები გაიხსნა. 8,2 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგები მექსიკის სამხრეთში 3 დღის წინ დაფიქსირდა, რასაც ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. სტიქიამ, ბოლო მონაცემებით, 90-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.