ქარიშხალი ირმა საგრძნობლად შესუსტდა. ამის შესახებ ამერიკის ქარიშხლების შემსწავლელი ეროვნული ცენტრი იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, „ირმამ“ ძალა დაკარგა და ამჟამად ის ე.წ. „ტროპიკული დეპრესიის ქარიშხლების“ კატეგორიას განეკუთვნება. კარიბის აუზის ქვეყნებს ქარიშხალი უკვე მე-3 დღეა, უტევს. სტიქიამ ყველაზე დიდი ზარალი პუერტო-რიკოს, კუბას და ფლორიდას მიაყენა.