ბორის ნემცოვის მემორიალური დაფა გაუჩინარდა. ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი ტატიანა ტიხონოვიჩი სოციალურ ქსელ „ფეისბუკზე“ წერს და ცარიელი კედლის ფოტოსაც აქვეყნებს, რომელზეც ჯერ კიდევ გუშინ მემორიალური დაფა იყო გამოკრული. „ამის ჩამდენს ხელები უნდა გაუხმეს,“-წერს ტიხონოვიჩი „ფეისბუკის“ გვერდზე.