აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთისა და ისრაელის მოქალაქე, ბლოგერი ალექსანდრ ლაპშინი შეიწყალა. საპატიმრო ბლოგერმა უკვე დატოვა. დღის ბოლომდე კი მას აზერბაიჯანის ტერიტორიას დაატოვებინებენ. ლაპშინმა ისრაელში ექსტრადიცია მოითხოვა. ბლოგერი მინსკში აზერბაიჯანული მხარის მოთხოვნით გასული წლის დეკემბერში დააკავეს. ბაქომ მისი გადაცემა მთიან ყარაბაღში ხშირი ვიზიტების გამო მოითხოვა.