„დღეს გავემგზავრები უკრაინის რამდენიმე რეგიონში. ვაპირებ შევაგროვო ხალხის მოთხოვნები. მას შემდეგ, რაც დავუბრუნებ ხალხს ოლიგარქების მიერ მიტაცებულ ქონებას, გავემგზავრები სოფლებში და ხალხთან ერთად ჩავალ კიევში, რათა ეს მოთხოვნები წარვუდგინო უკრაინის ხელისუფლებას”, - ეს განცხადება, საქართველოს ექსპრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
"არ გამაჩნია პირადი კონფლიქტი პრეზიდენტ პოროშენკოსთან. არ ვაფასებ პრემიერ გროისმანს და ის ჩემი დამსახურებით არის პრემიერი. იმიტომ, რომ სწორად მოვიქეცი, როდესაც მოხსნეს თანამდებობიდან იაცენუკი და შემდეგ ის დანიშნეს. ამ ადამიანებს დაავიწყდათ, რომ ჩემი დამსახურებით სხედან ამ სავარძლებში და ითხოვენ ჩემს დაპატიმრებას. არანაირი კონფლიქტი გროისმანთან არ გამაჩნია, ასევე არ გამაჩნია კონფლიქტი ავაკოვთან, მაგრამ გამაჩნია კონფლიქტი ამ სისტემასთან. ამიტომ მოვაგროვებ ყველა ამ ფაქტს და ხალხთან ერთად მივალ და შევქმნი ხელისუფლების შეცვლის ლეგალურ მექანიზმს. გზაზე შეუძლიათ დამკითხონ, შეუძლიათ შემაფერხონ, მაგრამ არ მეშინია,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილმა უკრაინელ პოლიტიკოსებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აქვე განმარტა, რომ არ აპირებს ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნას.