თურქეთმა რუსეთს ,,ეს-400" ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის შესაძენად თანხის ნაწილი წინასწარ გადაუხადა. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
შეთანხმებას ანკარამ მოსკოვთან ივლისში მიაღწია, აგვისტოში კი „როსობორონექპორტში“ განაცხადეს, რომ დოკუმენტი ხელმოსაწერად უკვე მზად არის.