ევროკავშირი ყირიმის ნახევარკუნძულზე ჩატარებულ არჩევნებს და სევასტოპოლის გუბერნატორის არჩევას არალეგიტიმურს უწოდებს. შესაბამისი განცხადება ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
"ევროკავშირი მიიჩნევს, რომ ყირიმი და სევასტოპოლი რუსეთის მიერაა ანექსირებული და ყირიმის ნახევარკუნძულზე ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ ცნობს,"- ნათქვამია პუბლიკაციაში.
ყირიმში არჩევნების ჩატარება უკრაინამაც გააპროტესტა. რუსეთსა და ოკუპირებულ ყირიმში მუნიციპალური არჩევნები 10 სექტემბერს ჩატარდა.