გიორგი მარგველაშვილისა და ოპოზიციის მხრიდან საუბარია რაღაც დოკუმენტის მომზადებაზე, თუმცა იმ პარტიის გარეშე, რომელსაც ქართველმა ხალხმა საკონსტუტიციო ნდობა გამოუცხადა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ ოპოზიციურ პარტიების მისამართით გაჟღერებულ შეთავაზებას გამოეხმაურა. პრეზიდენტმა პარტიებს შესთავაზა, კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის საკუთარი ვერსია მოამზადონ და მმართველ გუნდს შესთავაზონ.
"ერთი მხრივ, საუბარია კონსენსუსის საჭიროებაზე და ზოგადად, ამ პათოსს ვიზიარებთ, თუმცა მეორე მხრივ, საუბარია იმაზე, რომ რაღაც დოკუმენტი უნდა მომზადდეს იმ პოლიტიკური პარტიის გარეშე, რომელსაც ქართველმა ხალხმა საკონსტუტიციო ნდობა გამოუცხადა, ეს ეთთმანეთთან შეუთავსებელია", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.