მიზანი არის, პირველ რიგში, უკრაინის დაქუცმაცება, მთელ მსოფლიოს აქუცმაცებენ, არ უყურებთ, რა ხდება მსოფლიოში? მთელი მსოფლიოს დაქუცმაცება, დაყოფა და ბატონობა, - ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა ემზარ კვიციანმა მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ჩასვლასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, "აქ არიან გაერთიანებული და შეკრულები მთელი მსოფლიოს ზე სახელმწიფოები, მათ შორის, გაეროც".
"აბსოლუტურად დადგმული სცენარი. არ არის მარტო რუსეთი, აქ არიან გაერთიანებული და შეკრულები არიან მთელი მსოფლიოს ზე სახელმწიფოები, მე ვფიქრობ, რომ გაეროც. სპეცსამსახურები მთლიანად ყველა გაერთიანდნენ, ერთ ჭკუაზე დადგნენ და იმ ჭკუაზე დააყენეს სააკაშვილიც და იმედიანად წავიდა. მიზანი არის, პირველ რიგში, უკრაინის დაქუცმაცება, მთელ მსოფლიოს აქუცმაცებენ, არ უყურებთ, რა ხდება მსოფლიოში? მთელი მსოფლიოს დაქუცმაცება, დაყოფა და ბატონობა", - განაცხადა კვიციანმა.