დავით კეზერაშვილი ყაჩაღობით ნაშოვნი ფულით აფინანსებს „ევროპულ საქართველოს“, - ამის შესახებ ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ „TV პირველის“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, დავით კეზერაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ სირცხვილი იყო.
„არ მაქვს მორალური უფლება ვაკრიტიკო ფარცხალაძე სამართლიანად, როდესაც ვიცი, რომ მილიონებს შოულობს, რადგან ასევე ვიცი, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ წლების წინ იყო დავით კეზერაშვილი, რომელმაც სრულიად გაურკვევლად - ყაჩაღობით, ქურდობით და ძარცვით იშოვა მილიონები, ახლა კი ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილ „ევროპულ საქართველოს“ აფინანსებს.
დავით კეზერაშვილი და კიდევ სხვა ადამიანები იყვნენ სირცხვილნი „ნაციონალური მოძრაობის“ და ვერავითარ შემთხვევაში ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას დავით კეზერაშვილისნაირ ადამიანებზე. საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობებით იშოვა მილიონები? - ის როცა ფინანსურ პოლიციაში მუშაობდა ძარცვავდა ხალხს ისევე, როგორც ფარცხალაძე ძარცვავს დღეს მთელ საქართველოს“, - განაცხადა მელიამ და დასძინა, რომ ენმ სრულიად განახლებული პარტიაა.