პარლამენტში მოქალაქეობის შესახებ კანონში ცვლილელების პროექტია ინიცირებული. „მოქალაქეობის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის საქართველოს მოქალაქეობის მიღება მკაცრდება, ეთნიკურად ქართველებისათვის კი მარტივდება.
კანონპროექტის ავტორი ზვიად ტომარაძე თვლის, რომ უცხოელთათვის საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად არსებული 5 წლიანი ვადა 10 წლით უნდა შეიცვალოს, მათთვის, კი ვინც ქართულ გვარს ატარებს, ქართული ენა და საქართველოს ისტორია იცის, მოქალაქეობის მიღების პროცესი უნდა გამარტივდეს.
კანომპროექტს სავარაუდოდ დღეს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განიხილავენ.