საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთიდან უკრაინაში შესვლის ადრე დაანონსებული მარშრუტი შეცვალა და უკრაინაში "ინტერსიტის" მატარებლით შევა.
"კრაკოვეცის" სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან მიხეილ სააკაშვილს 3.000-დე მხარდამჭერი ელოდებოდა. მათ იქ კარვების ბანაკი აქვთ გაშლილი.
,,ჩვენ ვიცით, რომ „კრაკოვეცის“ გამშვებ პუნქტზე ასობით ჩემი მხარდამჭერია, მაგრამ იქ ასევე არიან „ტიტუშკები“, რომლებიც პროვოკაციას ამზადებენ. რათა თავიდან ავიცილოთ ეს, ჩვენ შესაძლოდ მივიჩნევთ უკრაინაში „ინტერსითის“ მატარებლით გამგზავრებას“, - განმარტა სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილთან ერთად მატარებლით იმგზავრებენ პოლიტიკოსები, მედიის წარმომადგენლები და უკრაინის რადის დეპუტატები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილთან ერთად იმყოფებიან.
აღსანიშნავია, რომ მატარებლით გამგზავრების შემთხვევაში საბუთების შემოწმება არა გამშვებ პუნქტზე, არამედ მატარებელში ხდება.