კიევის ცენტრში მომხდარ აფეთქებას სავარაუდოდ ტერაქტის კვალიფიკაცია მიეცემა. საქმის გამოძიება უკვე დაიწყო განზრახ მკვლელობის მუხლით.
მანქანაში აფეთქებისას სამი პირი იმყოფებოდა. თემურ მახაური ადგილზე დაიღუპა, მისი ცოლი მძიმედ არის დაშავებული და ექიმები მის გადასარჩენად იბრძვიან. აფეთქებას მხოლოდ ბავშვი გადაურჩა.
აფეთქება კიევის ცენტრში გუშინ საღამოს მოხდა.