კიევის ცენტრში ავტომანქანა აფეთქდა. ამის შესახებ უკრაინული ტელეკომპანია 112 იტყობინება. ინციდენტი ცოტა ხნის წინ დიდი ვასილკოვსკის ქუჩაზე მოხდა. აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ახალგაზრდა ქალი კი, რომელიც ავტომობილში იმყოფებოდა, სხეულის მძიმე დაზიანებებით ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების ექიმები იმყოფებიან. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.