მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პასპორტის დათმობას არ აპირებს. ამის შესახებ მან ვარშავაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მე ვიქნები უკრაინის საზღვარზე კვირას, 14 საათზე, უკრაინის პასპორტით, რომლის ამაყი მფლობელიც ვარ. მე ის ძალიან რთულად მივიღე და მის დათმობას არ ვაპირებ. პასპორტი სათამაშო არ არის, რომ მოგცენ და წაგართვან. ამ პასპორტით წამოვედი შეერთებული შტატებიდან და ვიმყოფები ევროპაში. არსად პრობლემა არ შემქნია,“-აღნიშნა სააკაშვილმა.