ჩვენ შევთანხმდით, რომ ვიმოქმედებთ ერთად [საქართველო, უკრაინა და მოლდოვა], ვიმუშავებთ ერთად იმ საერთო მიზნის მისაღწევად, რასაც ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანება ჰქვია, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პავლო კლიმკინმა ტალინში, სამმხრივი შეხვედრის შემდეგ, საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა.
მისი თქმით, სამ ქვეყანას შორის შედგა შეთანხმება ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ერთიანი მოქმედების შესახებ.
„ჩვენ გვაქვს ასოცირების ხელშეკრულება და უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან. ჩვენ გვინდა დღეს და ხვალ ის პროცედურები, რომელთა მეშვეობითაც ხელშეკრულებების ეფექტიანად იმპლემენტაცია მოხდება“, - განაცხადა კლიმკინმა.