მალაიზიის ხელისუფლება მზადაა მიანმარელ მუსლიმ როჰინჯებს თავშესაფარი მისცეს. ამის შესახებ სააგენტო Reuters იტყობინება. მიანმარის სამთავრობო ძალებსა და მუსლიმებს შორის დაპირისპირება რაკჰაინის რაიონში 25 აგვისტოს დაიწყო, რასაც 400-მდე ადამიანი ემსხვერპლა, ასობით ათასი კი ლტოლვილად იქცა. დევნილები მიანმარის ხელისუფლებას გენოციდში ადანაშაულებენ.