სამხრეთ კორეაში „ტაადის“ ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსების გამო საპროტესტო აქციები იმართება. დემონსტრანტები ამჯერად სეულში პრეზიდენტის სასახლესთან შეიკრიბნენ და პაციფისტური შინაარსის პლაკატები გაშალეს. მათ ხელისუფლებას დაპირება შეახსენეს, რომლის თანახმადაც, თავდაცვის სისტემები სამხრეთ კორეაში არ უნდა განთავსებულიყო. მშვიდობიანი აქცია პოლიციელებთან შეტაკებებში გადაიზარდა. დაშავებულია რამდენიმე დემონსტრანტი.