ტრამპი ნიკი ჰეილის სახელმწიფო მდივნის პოსტზე დანიშვნას თავიდანვე სთავაზობდა. ამის შესახებ გაეროში ამერიკის მუდმივმა ელჩმა ტელეკომპანია CNN-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„მე მას ვურჩიე, ამ პოსტისთვის უფრო შესაფერისი კანდიდატი მოეძებნა,“-აღნიშნა ჰეილიმ.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოქმედი სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი შესაძლოა ნიკი ჰეილიმ ჩაანაცვლოს, ამერიკულ მედიაში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.