საფრანგეთის პრეზიდენტი ევროკავშირის რეფორმირების აუცილებლობაზე საუბრობს. საგანგებო განცხადება ემანუელ მაკრონმა ათენში ვიზიტისას გააკეთა.
საფრანგეთის ლიდერი ევროზონის პარლამენტის ინიციატივით გამოვიდა, რაც მისი თქმით, ევროკავშირს კრიზისიდან გამოიყვანს. მაკრონის განცხადებით, რეფორმები ევროკავშირში მომავალი წლიდან უნდა დაიწყოს.