მადრიდის წინააღმდეგობის მიუხედავად, კატალონიის პარლამენტმა კიდევ ერთი დეკლარაცია მიიღო. ავტონომიის საკანონმდებლო ორგანომ მხარი გარდამავალი პერიოდის შესახებ კანონს დაუჭირა, რომელმაც ესპანეთის შემადგენლობიდან გასვლისთვის იურიდიული ბაზა უნდა შექმნას. მანამდე კატალონიის მთავრობის მეთაურმა კარლეს პუჩდემონმა ხელი მოაწერა პარლამენტის მიერ მხარდაჭერილ დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც კატალონიაში დამოუკიდებლობის რეფერენდუმი 1 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს. ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ კატალონიის პარლამენტის მიერ მიღებული კანონის მოქმედება უკვე შეაჩერა.