10 სექტემბერს „კრაკოვეცის“ გამშვებ პუნქტზე მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მისვლასთან დაკავშირებით უკრაინის საზღვრის დაცვის სახელმწიფო სამსახური საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
„მგზავრების საყურადღებოდ: „კრაკოვეცის“ გამშვებ პუნქტთან შესაძლო მასობრივ შეკრებებთან დაკავშირებით უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური გირჩევთ 9-12 სექტემბერს სხვა მარშრუტები აირჩიოთ, რათა თავიდან აიცილოთ დისკომფორტი“, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების განცხადებით, მათ, ვინც მიხეილ სააკაშვილის დახვედრას გეგმავს, უნდა იცოდნენ, რომ სასაზღვრო ზოლში განსაკუთრებული წესები მოქმედებს.
„ მოგმართავთ თხოვნით, დაიცვათ კანონმდებლობით დადგენილი წესები“, - აცხადებს უწყება.