მიწისძვრის შემდეგ მექსიკა ცუნამის მოლოდინშია. ტალღების სიმაღლემ ქვეყნის სანაპიროებთან შესაძლოა 4 მეტრს მიაღწიოს.
ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები მექსიკაში გვიან ღამით დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ პიხიხიაპანიდან 100 კილომეტრში მდებარეობდა. სტიქიამ, ბოლო მონაცემებით, 7 ადამიანი იმსხვერპლა.