დამანგრეველმა ქარიშხალმა „ირმამ“ კარიბის ზღვის აუზის უნძლებზე მილიონზე მეტი ადამიანი დააზარალა. წითელი ჯვრის მონაცემებით, 26 მილიონი ამ დრომდე საფრთხის წინაშეა. დაღუპულთა რაოდენობამ 14 -ს მიაღწია. ქარიშხალმა ათასობით შენობა დაანგრია ბარბადოსზე, პუერტო რიკო კი ელექტრომომარაგების გარეშე დატოვა. სტიქიამ სერიოზული ნგრევა გამოიწვია სენ მარტინის, სენ ბართლომეს, სენ კიტისა და ნევისის და კუნძლებზე. ამ დროისთვის ქარიშხალი ჰაიტისა და კუბის მიმართულებით გადაადგილდება. უქმეებზე ის ფლორიდის შტატამდე მიაღწევს. სტიქიის მოლოდინში ფლორიდიდან მოსახლეობისა და ტურისტების ევაკუაცია დაიწყეს.