ესპანეთის საკონტიტიციო სასამართლომ კატალონიის პარლამენტის მიერ დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შესახებ მიღებული კანონის მოქმედება შეაჩერა.
კანონი ბარსელონაში 7 სექტემბერს მიიღეს. ესპანეთისგან გამოყოფაზე პლებისციტი კატალონიაში1 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს.
ავტონომიურ რეგიონში დამოუკიდებლობის შესახებ არაოფიციალური რეფერენდუმი 2014 წლის ნოემბერში გაიმართა. თუმცა ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ კატალონიას კენჭისყრის შედეგების გაუქმება დაავალა, რის გამოც რეფერენდუმი არაფორმალურად გამოცხადდა.