მაიამის საერთაშორისო აეროპორტში პოლიციამ შეიარაღებულ მამაკაცს ესროლა. ინციდენტი თვთმხილველების თვალწინ მოხდა. მათი მტკიცებით, სამართალდამცველების რეაქცია უცნობი მამაკაცის დაუმორჩილებლობას მოყვა. ის დანით ხელში ერთ-ერთი ტერმინალის სახურავზე აძრომას ცდილობდა. კანონდამრღვევი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ინციდებტის გამო აეროპორტის ნაწილში ევაკუაცია გამოცხადდა.