შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს. მუქარის შემცველი მორიგი განცხადება დონალდ ტრამპმა საგანგებო პრესკონფერენციაზე გააკეთა.
თეთრი სახლის ლიდერის თქმით, ფხენიანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენება არასასურველი, მაგრამ რეალურია. პრობლემის ძალისმიერი მეთოდის მოგვარების თავიდან აცილება, ტრამპის თქმით, ფხენიანის მიერ ბირთვული რაკეტების გამოცდების შეწყვეტითაა შესაძლებელი.
ჩრდილოეთ კორეამ 3 სექტემბერს წყალბადის ბომბი გამოსცადა.