ყაზახური ავიაკომპანია Air Astana მგზავრებს Boeing 767-ის ბორტზე Wi-Fi-ს სერვისს სთავაზობს.
ავიაკომპანიის ცნობით, Air Astana გახდა მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ავიაკომპანია, რომელიც Inmarsat Global Xpress-თან მარალი ხარისხის თანამგზავრული კავშირი დაამყარა. კომპანიის ცნობით, ინტერნეტის სიჩქარე ბორტზე მინიმუმ 2 მბ/წმ იქნება.
წლის ბოლომდე ავიაკომპანია Wi-Fi-ს სერვისით დანარჩენ ორ Boeing 767-საც აღჭურავს.
Air Astana-ს ბორტზე ინტერნეტ პაკეტების ღირებულება ასეთია:
„სტარტი“ - 15 მბ/წმ - 4.3932 დოლარი;
"ბიზნესი" – 50 მბ/წმ - 13.1796 დოლარი;
"სუპერი" - 100 მბ/წმ - 21.966 დოლარი;