უკრაინის პრეზიდენტი ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ მან პარლამენტში ყოველწლიური გამოსვლისას განაცხადა.
„არ გამოვრიცხავ, შესაბამის დროს უკრაინელი ხალხის ნების გამოსახატავად ნატოში შესვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივა დავაყენო,“-აღნიშნა პოროშენკომ.
2016 წლის ივნისში უმაღლესმა რადამ კანონში შესწორება შეიტანა და ნატოში გაწევრიანება უკრაინის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად განაცხადა. მანამდე უკრაინას კონსტიტუციით სამხედრო ბლოკებში გაერთიანება ეკრძალებოდა.