კატალონიის პარლამენტმა კანონპროექტს რეფერენდუმის ჩატარების შესახებ მხარი დაუჭირა, რაც იმას ნიშნავს, რომ 1 ოქტომბერს კატალონიაში ესპანეთის შემადგენლობიდან გამოყოფის შესახებ პლებისციტი ჩატარდება. კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ დოკუმენტს ხელი კატალონიის მთავრობის წევრებმა მოაწერეს. ესპანეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ კატალონიაში რეფერენდუმის ჩატარებას არ დაუშვებს.