თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი გერმანიის მთავრობას მოუწოდებს, თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დროულად დაასრულოს ან ეს პროცესი საერთოდ შეწყვიტოს.
მანამდე გერმანიის კანცლერი რამდენჯერმე გამოვიდა ანკარას მკაცრი კრიტიკით და თურქეთთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეწყვეტა მოითხოვა. საპასუხოდ რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა გერმანელი პოლიტიკოსები კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ნაციზმში და განაცხადა, რომ ისინი თურქეთის თემის წამოწევას არჩევნების წინ ქულების დასაგროვებლად იყენებენ.