სამხრეთ ოსეთისა და დონეცკის არაღიარებული რესპუბლიკები სატრანსპორტო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ დონეცკის დეფაქტო მთავრობა იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა ხელი ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს. დოკუმენტის ხელმოწერა დონეცკში შედგა, სადაც ცხინვალის დელეგაცია იმყოფება.