თუ ერთად სავალი ფართო შარა გზა ვერ შევქმენით, საჭიროა გამოვძებნოთ ვიწრო ბილიკი, - ამის შესახებ "შენების მოძრაობის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისასა აღნიშნა.
მისი თქმით, "შენების მოძრაობა" უახლოეს დღეებში საზოგადოებას წარუდგენს საარჩევნო სისტემის ისეთ მოდელს, რომელიც შესაძლოა, გახდეს ფართო კონსენსუსის საფუძველი.
"თუ ახალი კონსტიტუციის სახით ერთად სავალი ფართო შარა გზა ვერ შევქმენით, საჭიროა გამოვძებნოთ ვიწრო ბილიკი მაინც, რომელიც იმ შარა გზაზე მომავალში გაგვიყვანს. უკანასკნელი შანსის ძიებაში შენების მოძრაობა, უახლოეს დღეებში საზოგადოებას წარუდგენს საარჩევნო სისტემის ისეთ მოდელს, რომელიც შესაძლოა, გახდეს ფართო კონსენსუსის საფუძველი,“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ ახალი მოდელის მიხედვით, ყველა მხარეს მცირე დათმობაზე წასვლა მოუწევს.