ოდესის ყოფილი გუბერნატორის განცხადებას იმის შესახებ, რომ უკრაინის დასავლეთ საზღვარზე ხელისუფლება მის დასახვედრად აზოვის ბატალიონს გზავნის, ბატალიონის მეთაურები არ ადასტურებენ.
„5 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ აზოვის პოლკის ნაწილი ანტიტერორისტული ოპერაციის ზონიდან გამოიყვანეს და უკრაინის დასავლეთ საზღვარზე გადაისროლეს, რათა უკრაინაში მის დაბრუნებას ხელი შეუშალონ. ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. აზოვის პოლკი ანტიტერორისტული ოპერაციის ზონას არასდროს დატოვებს,"-ნათქვამია განცხადებაში.
ბატალიონი სააკაშვილისგან ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის ბოდიშის მოხდას ითხოვს.