აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია „ვაშინგტონ პოსტს“ ცილისწამებაში ადანაშაულებს. საგანგებო განცხადება ალიევის თანაშემწემ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებში ალი ჰასანოვმა გააკეთა. მისი თქმით, „ვაშინგტონ პოსტის“ სარედაქციო პოლიტიკა სიცრუესა და ფაქტების გაყალბებაზეა დაფუძნებული, რის გამოც გამოცემა დონალდ ტრამპმაც არაერთგზის გააკრიტიკა. ოფიციალური ბაქოს უკმაყოფილება „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებულმა სტატიამ გამოიწვია, სათაურით „ზოგიერთი ჟურნალისტი აზერბაიჯანში ბინებს იღებს, ზოგს კი ციხეში სვამენ.“ სტატიაში ნათქვამია, რომ ალიევი სამთავრობო ჟურნალისტებს ბინებს ურიგებს. მანამდე ბრიტანულმა გამოცემა „გარდიანმა“ ალიევის ხელისუფლება 2 მილიარდ 900 მილიონი დოლარის უკანონო გათეთრებაში დაადანაშაულა.