კონსენსუსის შეუძლებლობა განაპირობა ჩვენი ოპონენტების დაუოკებელმა სურვილმა, რომ როგორმე შეინარჩუნონ პოზიცია პოლიტიკურ ველზე და ხელისუფლება ხელში ჩაიგდონ ისე, რომ უმრავლესობა არ ჰქონდეთ მოპოვებული, - ამის შესახებ მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, სამართლებრივი შენიშვნების შემთხვევაში საკონსტიტუციო საკითხებზე დაბრუნება შესაძლებელი იქნებოდა. მისივე თქმით, საკონსტიტუციო საკითხებზე გუნდშიც საკმაოდ დიდი ხანი მიდიოდა ბჭობა.
"მათ, ისევე როგორც ჩვენც, გვინდა ასეთი სერიოზული დოკუმენტი მიღებული იქნას კონსენსუსით. კონსენსუსის შეუძლებლობა განაპირობა ჩვენი ოპონენტების დაუოკებელმა სურვილმა, რომ როგორმე შეინარჩუნონ პოზიცია პოლიტიკურ ველზე და ხელისუფლება ხელში ჩაიგდონ ისე, რომ უმრავლესობა არ ჰქონდეთ მოპოვებული. ვენეციის კომისიას, რომ ჰქონდეს შენიშვნები სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, რასაკვირველია ამ თემას შესაძლებელია დავუბრუნდეთ ბევრჯერ და ჩაღრმავებულად ვისაუბროთ. ჩვენ ეროვნული ინტერესებიდან გამოვდივართ. კატეგორიულად არ ვეთანხმები, რომ ეს პროცესი დაჩქარებულად მიმდინარეობს. ნახევარ წელზე მეტია ამ საკითხების განხილვა მიმდინარეობს. არის ქვეყნის ინტერესები და არის ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც საკუთარ ინტერესებს აყენებენ ქვეყნის ინტერესებზე მაღლა.
საკმაოდ დიდი დრო მოვანდომეთ, რომ 5 პარტიას შორის პრინციპული შეხედულებების პრინციპული გაზიარება და მხოლოდ ამის შემდეგ გადავდგით ნაბიჯები. ვჩქარობთ თუ არ ვჩქარობთ, ეს შეკითხვაც არასწორი რაკურსით ისმება. ჩვენ გვინდა ისეთი დოკუმენტის მიღება, რომელიც ჩვენ ქვეყანას გამოადგება”, - განაცხადა ვოლსკიმ.