მიანმარიდან ბანგლადეშის ტერიტორიაზე გადასვლის მცდელობისას კიდევ რამდენიმე ლტოლვილი დაიღუპა. მათგან 5 ბავშვია. ლტოლვილები ბანგლადეშში გადასვლას ნავებით ცდილობდნენ. შეტაკებები მიანმარელ მუსლიმ როჰინჯებსა და სამთავრობო ძალებს შორის ერთი კვირის წინ დაიწყო, რასაც 400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. კონფლიქტის გამო რაკჰაინის რაიონი 123 ათასამდე ადამიანმა დატოვა და თავი ბანგლადეშს შეაფარა.