დღეს საშემოდგომო სესიის 1-ლი პლენარული სხდომა გაიმართება. სხდომა ქუთაისში, 12:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, მე-9 მოწვევის პარლამენტის 2017 წლის საშემოდგომო სესია გუშინ ბიუროს სხდომით გაიხსნა.
გუშინ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის წევრებსა და საზოგადოებას საშემოდგომო სესიის გახსნა მიულოცა და განაცხადა, რომ ეს არის მორიგი, ძალიან მნიშვნელოვანი სესია, რომელზეც პარლამენტს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები აქვს მისაღები. განსაკუთრებით ეს ეხება საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღებას.
პარლამენტის თავმჯდომარე ასევე შეეხო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს და უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ პროექტში რამდენიმე საკითხი ჩაასწორეს.