ჯორჯ ქლუნი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს, - ამის შესახებ მან ვენეციის კინოფესტივალზე, ფილმის Suburbicon პრესკონფერენციაზე, ისაუბრა. ჰოლივუდის ვარსკლავის იდეა მისმა კოლეგამ და მეგობარმა მეთ დეიმონმა აიტაცა.
"ჩვენ გვჭირდება ახალი პრეზიდენტი, ნებისმიერი ახალი პრეზიდენტი“, - განაცხადა პრესასთან დეიმონმა.
თავად ჯორჯ ქლუნი კი მიიჩნევს, რომ მას ყველანაირი შანსი აქვს, პრეზიდენტის პოსტისთვის იბრძოლოს, მაგალითისთვის კი აშშ-ის მე-40 პრეზიდენტის რონალდ რეიგანის განვლილი ცხოვრება მოჰყავს.