საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კახეთის რეგიონის მერობის კანდიდატებს წარადგენს.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კახეთის რეგიონის მერობის კანდიდატების წარდგენა დღეს, 19:00 საათზე, თელავში გაიმართება.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.