საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესია დღეს ბიუროს სხდომით გაიხსნება.
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, შესაძლოა, გენერალური აუდიტორის კანდიდატურა დასახელდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე კანონმდებლებს გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე EBRD-ის მთავარი ბანკირის, ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურას შესთავაზებს.
დეპუტატები დღესვე სხვა საკითხებსაც განიხილავენ.
ოპოზიცია დღევანდელ ბიუროს სხდომაზე „გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გამო, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას კიდევ ერთხელ მოითხოვს.
დღევანდელ ბიუროს სხდომაზე კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე ისაუბრებენ „ევროპული საქართველოს“ ლიდერებიც.