27 აგვისტოს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, ირანის მოქალაქის, მ.ს-ს მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ, ცხვრის ხორცი (1220 კგ.) აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 14 731.5 ლარი შეადგინა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 14 731.5 ლარის ოდენობით შეეფარდა.