მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მხარდამჭერთა სია ჩააბარა.
როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, პოლიტიკური პარტიების დამოუკიდებლად მან ხალხთან ერთად მოახერხა, მხარდამჭერთა სიის შეგროვება. მისივე თქმით, მან ცესკო-ში 20 ათასამდე ხელმოწერა მიიტანა.
"შემეშინდა თავდაპირველად, ვინაიდან ითვლება, რომ რამდენიმე დღეშინამდვილი ხელმოწერების შეგროვება შეუძლებელია, დიდი პარტიებიც კი ოროსნებივით იწერენ სიებს ერთმანეთისგან, ამასვე მირჩევდნენ მეც. მე ტყუილებისთვის არ ვარ მოსული პოლიტიკაში. ჩემი მიზანია, რომ ეს სიბინძურე ქართულ პოლიტიკაში გაიწმინდოს. ჩვენ დღეს აქ მოვიტანეთ 20 ათასი ხელმოწერა. 19 ათას 576 თბილისელის საპროტესტო გზავნილია რეალურად",- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.