პაკისტანში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყო. მასში საგანგებო სიტუაციების სამსახურთან ერთად ადგილობრივი მცხოვრებლებიც ჩაერთვნენ. ბოლო მონაცემებით, წყალდიდობამ ყარაჩიში 13 ადამიანი იმსხვერპლა, რამდენიმე კი დაკარგულად ითვლება. დატბორილია 400-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი.