მასობრივი არეულობები პერუში. სასკოლო რეფორმა, რომლის გამოც ქვეყანაში ათობით სკოლა დაიხურა, პედაგოგებმა ლიმას ცენტრალურ მოედანზე გააპროტესტეს და ხელფასის გაზრდა მოითხოვეს. აქცია პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა. სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. შეტაკებების შედეგად რამდენიმე მანიფესტანტი დაშავდა. პოლიციამ 10-მდე აქტივისტი დააკავა.